ჩრდილი
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ჩრდილებზე დაკვირვება. პროექტში ინტეგრირებულია საგნები: ბუნება, ქართული ენა, ისტი, ხელოვნება.
პროექტი გაწერილია 2 თვეზე.
ჩრდილზე დაკვირვებას ვიწყებთ მარტივი ცდით: მასწავლებელი დგება ფანჯარასთან, საიდანაც მზე ანათებს და ბავშვებს აჩვენებს ჩრდილს, შემდეგ წიგნს მიანათებს პროექტორს ისე, რომ მისი ჩრდილი კედელზე გამოისახოს, შემოაბრუნებს წიგნს და ისევ მიანათებს სხვა მიმართულებით, მივიღებთ განსხვავებული ზომის ჩრდილები. იგივე ცდას გავიმეორებთ ბურთზე, დასვავს კითხვებს: რატომ შეიცვალა წიგნის ჩრდილის ფორმა სხვადასხვა მხარეს შემობრუნებისას, და რატომ არ შეიცვალა ბურთის ჩრდილის ფორმა. მოსწავლეები თვითონვე გააკეთებენ დასკვნას, რომ სხვადასხვა საგანს სხვადასხვანაირი ჩრდილი აქვს. გავახსენებ ბავშვებს მოთხრობას "ძილისგუდა".
ბავშვებს იმის თვალსაჩინოდ დანახვა თუ საგნის ჩრდილით დროის დადგენა როგორ ამინდშია შესაძლებელი ვაჩვენებ "მზის საათს", რომელიც თბილისშია გაკეთებული მარჯანიშვილის ხიდთან. დავაკვირდებით როგორ იცვლება ძელის ჩრდილის მიმართულება მზის გადაადგილებასთან ერთად.
გარდა ამისა, გასვლითი ექსკურსია გვექნება ბუნებაში და დავაკვირდებით როდის არის ჩრდილი ყველაზე მოკლე და ყველაზე გრძელი. დავაკვირდებით ხეს ხავსი რომელი მხრიდან უკეთდება. ხის გადანაჭერზე ხის წლოვანების აღმნიშვნელი რგოლები საით არის გაფართოებული და საით შევიწროებული.
ბავშვებს წავიყვან ჩრდილების თეატრში. ამის შემდეგ შეიძლება კლასში მუყაოსაგან დავამზადოთ მარტივი თოჯინები და ეკრანზე პროექტორის საშუალებით გავაცოცხლოთ ამ თოჯინების ჩრდილები.
ბავშვებს დავავალებ, რომ ინტერნეტით მოიძიონ მზის და მთვარის დაბნელებაზე მასალები. ბავშვებს ავუხსნი რა დროს ხდება მზის და რა დროს მთვარის დაბნელება.
სტანდარტი: შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე აღწერს მზის მდებარეობას დღის მანძილზე, ატარებს დაკვირვებას ჩრდილის სიგრძის ცვალებადობაზე დღის მანძილზე, სვავს შეკითხვებს და ეძებს პასუხებს. აკავშირებს ჩრდილის სიგრძეს გარკვეულ დროსთან (დილა, შუადღე, საღამო).
No comments:
Post a Comment